ოთარ გრიგოლია ოპოზიციას - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ

ტყუილია, რომ 240 მილიონი ლარი არის აუთვისებელი თანხა - მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ თბილისის ბიუჯეტში წინა წლის ნაშთი ყოველწლიურად დაახლოებით ერთნაირი პროპორციულობით აისახება, რაც ნორმალური საბიუჯეტო პროცესია, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ.

„ტყუილია, რომ 240 მილიონი ლარი არის აუთვისებელი თანხა. მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ თბილისის ბიუჯეტში წინა წლის ნაშთი ყოველწლიურად დაახლოებით ერთნაირი პროპორციულობით აისახება, რაც ნორმალური საბიუჯეტო პროცესია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამის თაობაზე ყოველწლიურად ატარებს ბრიფინგს და ჩვენც ყოველწლიურად გვიწევს ერთი და იმავე პასუხის გაცემა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა კომუნიკაციის ეს გზა აირჩიეს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მოსწონთ ის პრიორიტეტები, რომელთა მიხედვითაც ნაწილდება თანხა.

„ავტობუსების შეძენა არ მოგწონთ, ვერის პარკის და ვაკის პარკის მშენებლობა, გლდანის ტბის რეაბილიტაცია, თუ რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელია თქვენთვის მიუღებელი? იქნებ სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა არ მოგწონთ? ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება ქალაქის სიყვარულშია. თქვენ არ გიხარიათ ის სიკეთეები, რომლებიც ქალაქისთვის კეთდება. თქვენ გიხარიათ ის, რაც ამ ქალაქსა და ამ ქვეყანას დააზიანებს. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ“, - აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

ოთარ გრიგოლიას თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მიზეზი მათივე ნეგატიური დღის წესრიგია.

„არ სჯერა მოსახლეობას, რომ მათ ეს ქვეყანა უყვართ. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს არჩეული მიმართულებით სვლას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დარჩება სამ ნაწილად დაშლილი“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ოთარ გრიგოლიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია