კონსტანტინე ზარნაძე ოპოზიციას - მოსახლეობა პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგცემთ

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, კონსტანტინე ზარნაძემ გამოსვლა ოპოზიციისადმი მიმართვით დაიწყო და ბიუჯეტის თაობაზე მათ გამოსვლებს გამოეხმაურა.

ზარნაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პერიოდში უპრეცედენტოდ ბევრი საქმე გაკეთდა და კიდევ გაკეთდება.

„როდესაც ბიუჯეტთან დაკავშირებით დარბაზში სიტყვა „უპრეცედენტო“ გაჟღერდა, არაერთი თქვენგანის სახეზე ღიმილი შევამჩნიე. საინტერესოა, რა არის აქ სასაცილო. დიახ, ჩვენი მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ ბევრი საქმე გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. ამის თქმის საფუძველს კონკრეტული საქმეები იძლევა, რასაც კარგად ხედავს მოსახლეობა“, - აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.

მან ისეთ პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა გლდანის რაიონში პატარა ტბის რეაბილიტაცია და კიდევ ერთი საქალაქო მნიშვნელობის რეკრეაციული სივრცის შექმნა.

კონსტანტინე ზარნაძემ სატრანსპორტო რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ამ მნიშვნელოვან რეფორმას არ უჭერს მხარს.

„რაც შეეხება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას, მას სპეციალური წესები არეგულირებს და თუ თქვენ შეძლებთ და ყველა წესსა და პირობას დააკმაყოფილებინებთ რომელიმე კორპუსს, პირობას გაძლევთ, რომ არცერთი კორპუსის ჩანაცვლება არ დაყოვნდება“, - მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს კონსტანტინე ზარნაძემ.

ის ასევე მედიკამენტების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გლდანის რაიონის მცხოვრებლებისთვის 2 მილიონზე მეტი ლარია გახარჯული.

„ასე რომ, დღევანდელი თქვენი გამოსვლა ცინიზმით იყო სავსე, რაზე მოსახლეობა პასუხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაგცემთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში