ხატია დეკანოიძე - 9 დათქმიდან ერთ-ერთი პუნქტის შეუსრულებლობა, განსაკუთრებით თავისუფალი არჩევნების კონტექსტში, შეიძლება, გახდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ჩაშლის მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან

9 დათქმიდან ერთ-ერთი პუნქტის შეუსრულებლობა, განსაკუთრებით თავისუფალი არჩევნების კონტექსტში, შეიძლება, ნამდვილად გახდეს ზუსტად [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის ჩაშლის მიზეზი "ქართული ოცნების" მხრიდან, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია.

"ვფიქრობ, რომ სწორედ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი არის "ქართული ოცნების" მხრიდან საბოლოოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარების მცდელობა. მაგრამ, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ერთ რამეს - მოქალაქეების ნებას ვერ შეაჩერებს ვერც რეპრესიული კანონი, ვერც ცესკოს დაქვემდებარება და ვერც "ქართული ოცნების" პროპაგანდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც "ქართული ოცნების" ცვლილება უნდა, ვერ იქნება ეს დაბრკოლება 2024 წლის არჩევნებში," - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია