ვლადიმერ ბოჟაძე ოპოზიციას - ცდილობთ ანგელოზებად მოგვევლინოთ არჩევნებზე - არ გამოგივათ!

ისტორიული ბიუჯეტი, ანუ ორ მილიარდ ლარზე მეტი ჩვენს ქალაქს არასოდეს ჰქონია, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნაცვლად ბიუჯეტის მხარდაჭერისა, ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„არაფერი გამოგივათ, ქალაქის მცხოვრებლები კარგად ხედავენ, თუ რისთვის იხარჯება ბიუჯეტი, ხედავენ, თუ როგორ ქალაქში ცხოვრობენ. დღეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტია იმ რაოდენობის, რამდენიც თქვენს დროს მთლიანი ეკონომიკა იყო. მეტიც, თქვენს დროს რამდენიც იყო ბიუჯეტი - 7 მილიარდი ლარი, დღეს ერთ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს. რამდენია საგარეო ვალი? რამდენია საგარეო ვაჭრობა? რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა? რამდენი პროცენტით შემცირდა უმუშევრობა? ეს მონაცემები შეგიძლიათ სტატისტიკის სამსახურში გადაამოწმოთ და დარწმუნდეთ ყველაფერში. აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-16 ადგილზეა“, - მიმართა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციას.

მისივე თქმით, საკრებულოში მყოფმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დღეს მათი რჩეული პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი და კვლავ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ცდილობთ ხალხი დაარწმუნოთ, რომ 2012-მდე თქვენ არაფერი გაგიფუჭებიათ და ახლა შეიცვალეთ, დაირაზმეთ და ანგელოზებად მოგვევლინებით 2024 წლის არჩევნებზე. ეს ასე არ იქნება! უთხარით ამომრჩევლებს, თუ რა ხდება დღეს ბათუმის, ქუთაისის საკრებულოებში თქვენს ფრაქციებში, რათა ხალხმა განსაჯოს, იმსახურებდით თუ არა იმ მხარდაჭერასაც კი, რომელიც 2021 წლის არჩევნებში მიიღეთ“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში