ჯოზეფ ბორელი - საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევიდა, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს - ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში

ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით, კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

“მოგესალმებით, პრემიერ-მინისტრო [კობახიძე] ბრიუსელში. ეს თქვენი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ და ბრიუსელში ჩამოსვლა აჩვენებს, რომ ევროკავშირისკენ საქართველოს გზას ძალიან სერიოზულად უდგებით.

ეს საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, პირველი ასოციაციის საბჭოა და ჩვენს ურთიერთობებში ახალ სტრატეგიულ ფაზაში შევედით… კანდიდატის სტატუსი ახალი დონის ძალისხმევას მოითხოვს და ასევე მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ყველას პასუხისმგებლობის ზრდას ნიშნავს. ყველა მხარე, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმების პროცესში,“ - განაცხადა ბორელმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს