გურამ ოქროპირიძე ოპოზიციას - ორ წელიწად-ნახევარი დემაგოგიაში გაატარეთ და ვიმედოვნებ დარჩენილ დროს მეტად პროდუქტიულად გამოიყენებთ

ორ წელიწად-ნახევარი დემაგოგიაში გაატარეთ და ვიმედოვნებ დარჩენილ დროს მეტად პროდუქტიულად გამოიყენებთ, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ ოპოზიციას.

ოქროპირიძემ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ცვლილების შემდეგ დედაქალაქის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს და ჯამში 2 004 389,6 ათას ლარს შეადგენს.

ამასთან, მისივე შეფასებით, მუნიციპალიტეტის მერიამ, მისმა შესაბამისმა სამსახურებმა და რაიონულმა გამგეობებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს თბილისის საკრებულოს კომისიის რეკომენდაციები, რაც აისახა ბიუჯეტის ცვლილების პროექტში. სხვადასხვა პრიორიტეტულ პროგრამებთან ერთად იზრდება სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებების დაფინანსება 22 144,9 ათასი ლარით და მთლიანობაში შეადგენს 39 061,6 ათას ლარს.

ოქროპირიძის თქმით, ბიუჯეტის მატება მოხმარდება სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციას, თბილისის მასშტაბით ღია ტიპის სკეიტმოედნების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო სამუშაოებს.

კახა კალაძემ დააანონსა, რომ დიღმის მასივში აშენდებოდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და უკვე მიმდინარე ცვლილებით 5 მილიონამდე ლარი გამოიყოფა სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის. ეს იქნება გარდამავალი პროექტი და ნაწილი იმ კონცეფციისა, რომელიც გულისხმობს თბილისი ყველა რაიონში მასშტაბურ სპორტულ ცენტრებზე ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, იზრდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, გრძელდება მუშაობა eurodesk.ge-სა და ევროპის ახალგაზრდული ბარათის (youth card) განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანი სიახლეა ახალგაზრდული ბარათი, რომელიც საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდებს შესთავაზებს სერვისებსა და პროდუქტებზე წვდომას საბაზრო ფასზე ნაკლებად. აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება და ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. აგრეთვე, რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ მილიონ ლარზე მეტით იზრდება პროგრამა კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისა რაიონებში (08 11), რაც თბილისის სხვადასხვა რაიონში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებს მოხმარდება“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.

დღესვე გურამ ოქროპირიძე ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ცოტა უცნაურია, რომ ყოველ სხდომაზე ვისმენთ განცხადებებს, თითქოს არაფერი კეთდება. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ მოამზადეთ ალტერნატიული ფინანსური დოკუმენტი და მოდით არგუმენტებით. ორ წელიწად-ნახევარი დემაგოგიაში გაატარეთ და ვიმედოვნებ დარჩენილ დროს მეტად პროდუქტიულად გამოიყენებთ“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე