ჯოზეფ ბორელი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, დამსახურებაზეა დაფუძნებული

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, დამსახურებაზე დაფუძნებული,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმები უნდა გატარდეს და რეკომენდაციები უნდა იქნას შესრულებული, რომელიც ყველასთვის დაწესდება.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო, თქვენ უნდა გაიაროთ ამ ღია კარში და ამ კარში გავლა, როგორც ყველამ იცის, არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, პირობები უნდა შესრულდეს, რეფორმები უნდა იქნას გატარებული. კარი ღიაა და რეკომენდაციების შესრულების საკითხი რჩება, რომელიც ყველასთვის იქნება დაწესებული“,- განაცხადა ბორელმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა