ჯოზეფ ბორელი - ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის - მოგიწოდებთ დაასრულეთ რეფორმები, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით

ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობას მოუწოდა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაასრულოს რეფორმები, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით.

„ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი ელექტორალური პროცესის შესახებ. ელექტორალურ რეფორმებს მივესალმებით, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და მოგიწოდებთ, ისინი დაასრულეთ მომავალ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” - განაცხადა ბორელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია