შალვა პაპუაშვილი - ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 10% კანონად იქცა - რა პარლამენტებიც მე ვიცი, იქ ასეთი მონაცემები არ იქნება

ამ მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების 10% კანონად იქცა - რა პარლამენტებიც მე ვიცი, იქ ასეთი მონაცემები არ იქნება! - ასე უპასუხა სპიკერატიდან ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეზოლუციის პროექტის განხილვისას, რომელშიც ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების ხელოვნურად შეფერხებაზეა საუბარი.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ბიუროს მიერ საკითხების განხილვის გადავადება კომიტეტების ინიციატივით ხდება.

„კანონპროექტები ასე არ იხილება - კომიტეტიც უნდა იყოს მომზადებული... კომიტეტი თავისი გეგმით მიყვება და ვიდრე მზად არ იქნება, რომ განიხილოს პროექტი, იქამდე არ განიხილავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციის რეზოლუციასთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნა მოამზადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილია 93 საკანონმდებლო ინიციატივა და 93 საკანონმდებლო ინიციატივიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა 8 საკანონმდებლო ინიციატივა - მათ შორის, 5 დაჩქარებული წესით.

მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის 26 საკანონმდებლო ინიციატივა ამ ეტაპზე განხილული არ არის და შესაბამისად, აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებზე პარლამენტის ბიუროს მიერ განხილვის ახალი ვადა დადგინდა.

“განხილულ და უარყოფილ იქნა 12 საკანონმდებლო ინიციატივა, ხოლო განხილული და პირველი მოსმენით მიღებულია 2 საკანონმდებლო ინიციატივა.

ოპოზიციის მიერ წარდგენილი 33 საკანონმდებლო ინიციატივა საკომიტეტო განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა. კერძოდ: - 3 საკანონმდებლო ინიციატივა განხილულია წამყვანი კომიტეტის მიერ და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები. 30 საკანონმდებლო ინიციატივა, განხილულია იმ კომიტეტების მიერ, რომელთა დასკვნებიც კანონპროექტს უნდა ერთვოდეს.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კანონპროექტი შეტანილია წამყვანი ან იმ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში, რომელთა დასკვნებიც კანონპროექტს უნდა ერთვოდეს, თუმცა ინიციატორების მიერ საკითხის კომიტეტის სხდომაზე წარდგენა არ ხდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია