ირაკლი კობახიძე - ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება

ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხმის მიცემა, ხმების დათვლა და რეგისტრაცია ელექტრონული წესით განხორციელდება, რაც, მისივე შეფასებით, ყველანაირ სივრცეს სპობს მანიპულაციებისთვის.

„რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. იცით, რომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. პირველად ჩატარდება არჩევნები ელექტრონული წესით. ხმის მიცემა, ხმების დათვლა და რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული წესით, რაც ყველანაირ სივრცეს სპობს მანიპულაციებისთვის. სწორედ ასეთი სახით ჩატარდება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები.

გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება ფართო დაკვირვება. საქართველოში იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის, მოვიწვევთ ეუთო/ოდირის გრძელვადიან მისიას, ასევე მისიები ჩამოვლენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პლატფორმიდან, მათ შორს, ევროსაბჭოდან იქნებიან წარმოდგენილები, ასევე ევროპარლამენტიდან. ძალიან ფართო დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნებზე. ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან და თავისუფალ გარემოში“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს