პოლონელმა ფერმერებმა უკრაინა-პოლონეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გაშვება დაიწყეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინა-პოლონეთის სამ სასაზღვრო პუნქტზე მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების გაშვება დაიწყეს.

ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

20 თებერვლის საღამოს მდგომარეობით პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტის ბლოკირებას აგრძელებენ. ამავდროულად, გამშვებ პუნქტებზე „უსტილუგი”, “რავა-რუსკაია” და “უგრინოვი” მათ სამგზავრო ტრანსპორტი გაშვება დაიწყეს.

„ვითარება კარდინალურად არ შეცვლილა. ამავდროულად, პოლონელი კოლეგების ინფორმაციით, დაახლოებით, 16 საათზე პოლონელმა ფერმერებმა შეატყობინეს, რომ “უსტილუგის” გამშვები პუნქტზე ორივე მიმართულებით ნახევარ საათში 5-5 მსუბუქი ავტომობილის გაშვებას დაიწყებენ. ასევე ამ მიმართულებაზე ისინი თითქოსდა განაახლებენ ნორმალურ მიმოსვლას ავტობუსებისთვის და საათში ორივე მიმართულებით რამდენიმე სატვირთო მანქანას გაუშვებენ. დაახლოებით 17 საათზე პოლონელი ფერმერები ასევე დაჰპირდნენ, რომ „რავა-რუსკაიას” მიმართულებაზე მსუბუქი ავტომობილებისთვისა და ავტობუსებისთვის ბლოკადას მოხსნიან. ორივე მიმართულებით ერთ საათში ერთი სატვირთო მანქანის გაშვებას გეგმავენ”, - განაცხადა დემჩენკომ.

პოლონელი მესაზღვრეების ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ მომიტინგეებმა “უგრინოვის” მიმართულებაზე მსუბუქი ავტომობილებისთვისა და ავტობუსებისთვის საგზაო ხაზები განბლოკეს. ამ კატეგორიის ტრანსპორტის გაშვებას, ფერმერების თქმით, ისინი დაუბრკოლებლად გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება