ხატია დეკანოიძე - მიკვირს და მიხარია, აღტაცებას გამოვთქვამ, არაორდინალურია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში -  მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გეგმა წარმოადგინოს, რეფორმების გატარებას როგორ აპირებს

ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდით, რომ მიკვირს და მიხარია, აღტაცებას გამოვთქვამ, არაორდინალურია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ბრიუსელში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს, თუ როგორ აპირებს რეფორმების გატარებას.

„რომ დავფიქრდეთ წარმოუდგენლად მძიმე ვითარებაა. ჩავა ბრიუსელში, შეხვდება ჩვენს პარტნიორებს, მაგრამ კონკრეტული გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ აპირებს კანონის უზენაესობას, დეოლიგარქიზაციის, თავისუფალი არჩევნების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობის რეფორმას, იუსტიციის საბჭოს რეფორმას, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს კანონის უზენაესობისთვის. ამ ყველაფერს გეგმა სჭირდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში” და რეგლამენტში ცვლილებებს, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

„იმის პარალელურად, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ 9 დათქმა შეასრულოს და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს, ამის პარალელურად პარლამენტში იღებდნენ ზუსტად ამ კანონპროექტს. მე შემიძლია ძალიან კონკრეტულად ვთქვა - ეს არის ერთი ნაბიჯი უკან.

დეკემბერში ჩვენ მოლაპარაკებების გახსნას ველოდებით და დიპლომატიურ კორპუსთან საუბრისას სწორედ ეს იყო შეშფოთების საგანი, რომ რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კვლავ ანტიდასავლურ ხაზს მიჰყვება.

პარალელურად ბატონი კობახიძე ბრიუსელშია და მართლა მაინტერესებს რა უთხრეს, რა პასუხი ჩაიტანა მან ბრიუსელში, როდესაც პრაქტიკულად ანტიევროპული კანონმდებლობა შემოიტანეს და დაამტკიცეს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო