დმიტრო კულება - უკრაინამ ავდიივკა დაკარგა, სანამ ვიღაცები გადაწყვეტილებას განიხილავენ

უკრაინამ ავდიივკა დაკარგა, სანამ ვიღაცები გადაწყვეტილებას განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა.

კულებას თქმით, უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება“.

„ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიზეზი, თუ რატომ არიან უკრაინელი სამხედროები იძულებულნი „საკუთარი თავი გაწირონ და მოკვდნენ“, იმაში მდგომარეობს, რომ “ვიღაცები ჯერ კიდევ განიხილავენ გადაწყვეტილებას”.

„პატივს ვცემ [აშშ-ის] შიდა პოლიტიკას და მასში არ ჩავერევი, მაგრამ მინდა ყველას ახსოვდეს, რომ ერთ ადგილში დებატების ყოველი დღე სხვა ადგილში კიდევ ერთ სიკვდილს უდრის”, - განაცხადა კულებამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს