ჯონ კირბი - უკრაინის მიერ ავდიივკას დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგად მოხდა

უკრაინის მიერ ავდიივკას დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგად მოხდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, სანამ საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა.

„განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი”, - განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელების მიერ ავდიივკადან გამოსვლა არ უკავშირდება სიმამაცის, სამხედრო მმართველობის, ტაქტიკური გამბედაობის ან უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უნარების ნაკლებობას.

„ეს კონგრესის უმოქმედობის გამო მოხდა. და ვაფრთხილებდით კონგრესს, რომ მისი უმოქმედობის შემთხვევაში უკრაინა დანაკარგებს განიცდის ბრძოლის ველზე, რაც მოხდა”, - განაცხადა კირბიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება