ბენიამინ ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს ვერ გადავიხდით

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის ნებისმიერ ფასს არ გადაიხდის.

ღაზაში დარჩენილი 134 მძევლის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, სმოტრიჩმა Kan Radio-ს განუცხადა, რომ მათი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება მათი ნებისმიერ ფასად გათავისუფლება.

ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, მძევლების გათავისუფლების გზა არის ღაზაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება და „ჰამასის“ დამარცხება.

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც სმოტრიჩის პოზიციას იმეორებს.

„ისრაელზე დიდი ზეწოლა ხდება სამშობლოდან და საზღვარგარეთიდან, რათა შეწყვიტოს ომი, სანამ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს, მათ შორის მიმდინარეობს ზეწოლა, მივაღწიოთ შეთანხმებას მძევლების გათავისუფლებაზე ნებისმიერი ფასის სანაცვლოდ. ჩვენ არ ვართ მზად ნებისმიერი ფასი გადავიხადოთ, რა თქმა უნდა, არც ის ბოდვითი ხარჯები, რასაც „ჰამასი“ ჩვენგან ითხოვს და რაც ისრაელის სახელმწიფოს დამარცხებას ნიშნავს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია