რუსეთის საგარეო უწყება - „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია

„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანა დესტრუქციულია, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დასავლეთის ინიციატივით, „დიდი ოცეულის“ დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის უკრაინის საკითხის, შეტანა დესტრუქციულია.

რუსეთის დელეგაცია აპირებს, რომ პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება „დიდი ოცეულის“ პოლიტიზაციის მიუღებლობას მიაპყროს, რომელიც, მისი მანდატის მიხედვით, მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია