საქართველოში სომხეთის საელჩო „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის პრინციპების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში სომხეთის საელჩო „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის პრინციპების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, რკინიგზა, საჰაერო გზები, მილსადენები, კაბელები, ელექტროგადამცემი ხაზები, უნდა მოქმედებდეს იმ ქვეყნების იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ქვეშ, რომელთა ტერიტორიებითაც ისინი გადიან.

თითოეული სახელმწიფო თავისი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით უზრუნველყოფს სასაზღვრო კონტროლს, საბაჟო კონტროლს და ყველა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მისი ტერიტორიით მოქალაქეთა, ტვირთთა და სატრანსპორტო საშუალებათა გავლას.

ყველა ინფრასტრუქტურის გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.

ქვეყნები ყველა ინფრასტრუქტურას იყენებენ თანასწორობისა და ნაცვალგების პრინციპებზე დაყრდნობით.

ამ პრინციპების ფარგლებში, ურთიერთთანხმობისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მოხდეს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გამარტივება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა