იაგო ხვიჩია - ძალიან მომაბეზრებელი გახდა „ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ეს „დამპლური თამაშები“

ჩემთვის ძალიან მომაბეზრებელი გახდა „ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ეს „დამპლური თამაშები“ - არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომეს წინააღმდეგობა, რომელიც ამ უაზრო ვეტოებით გამოიხატება, რეალურია, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან კანონზე ვეტოს დადება "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის შეთანხმების ნაწილია.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, პრეზიდენტს არანაირი საფუძველი არ მიუცია იმის საფიქრელად, რომ ის "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს რეალურად ებრძვის.

„ჩემთვის უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა „ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ეს „დამპლური თამაშები“, თითქოს, ერთმანეთს უწევენ წინააღმდეგობას, თითქოს ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში, ეს ვეტო ყოველთვის არის რაღაც უაზრო კანონებზე, რომლებსაც არანაირი შინაარსი ქართველი ხალხისთვის არ მოჰყვება. მე მგონია, რომ ეს არის შეთანხმებული წინააღმდეგობის ფარგლებში „ქართულ ოცნებასა“ და ზურაბიშვილს შორის და ამით ცდილობენ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი გადმოაგდონ ოპოზიციის მოედანზე. არანაირი საფუძველი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არ მოუცია ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ, ის ებრძვის ბიძინა ივანიშვილს. თავის მხრივ, არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოუცია რამე ცუდის გაფიქრების და გაკეთების საშუალება ქალბატონი სალომესთვის. პირიქით, ზედ გადაჰყვა მას და არ მჯერა ქალბატონი სალომეს წინააღმდეგობა, რომელიც ამ უაზრო ვეტოებით გამოიხატება, რომ არის რეალური," - განაცხადა ხვიჩიამ.

მან ასევე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ხელმოწერების შეგროვებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელმოწერები არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის სახელზე უნდა შეაგროვონ.

„მე მგონია, რომ მან [სალომე ზურაბიშვილმა] რაც არ უნდა გააკეთოს, შეთანხმებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან. თუ უშვებენ მიხეილ სააკაშვილს, მას უშვებს ბიძინა ივანიშვილი, თუ არ უშვებს - არ უშვებს ბიძინა ივანიშვილი. ზოგადად, ცოტათი არასერიოზული მგონია ხელმოწერების შეგროვება ქალბატონი ზურაბიშვილის სახელზე. მე მგონი, ბატონო ივანიშვილის სახელზე უნდა ვაგროვოთ. თუ ვინმე არის გადაწყვეტილების მიმღები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ზუსტად ვიცით, რომ არის ბატონი ივანიშვილი," - აღნიშნა ხვიჩიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება