მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე - მოსამართლეები მითითებებს არ ექვემდებარებიან

მივესალმები, რომ თქვენი განცხადება დიდწილად განსახილველ საქმეს შეეხებოდა, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების დასრულების შემდეგ სხდომა მისი მონაწილეობით გაგრძელდა.

პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 8 თებერვალს, საპარლამენტო მოსმენისას, მმართველი პარტიის იმჟამინდელი თავმჯდომარის და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სააკაშვილთან და საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, კობახიძეს მოსამართლის გვარი არ დაუსახელებია, თუმცა, მან ან აღნიშნული მოსამართლე, ან სააკაშვილის საქმის სხვა მოსამართლეები იგულისხმა. ადვოკატის თქმით, კობახიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლე სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად პლატფორმას აძლევდა.

ადვოკატის შეფასებითვე, ეს განცხადება პირდაპირი თავდასხმაა სასამართლო ხელისუფლებაზე. შესაბამისად, ამას თუ პასუხი არ გაეცემა, ბასილაიას თქმით, ეს იმას ნიშნავს რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება.

ამასთან, როგორც ბასილაიამ აღნიშნა, სასამართლოში ჩარევის ფაქტი და მითითებაა, რომ სააკაშვილს განცხადების საშუალება არ მიეცეს.

მოსამართლემ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ ვინ გააკეთებს განცხადებას, არამედ რამდენად ექვემდებარებიან მოსამართლეები ამას.

ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მოსამართლეები მითითებებს არ ექვემდებარებიან.

ამ წუთებში, სასამართლოში ჩვენებას სდსს-ს ყოფილი უფროსი, თემურ მღებრიშვილი აძლევს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია