თბილისის მერის მოადგილე - დედაქალაქის მასშტაბით, ქუჩაში, დაახლოებით, 35 000 ძაღლია - წელს, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება

დედაქალაქის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქის მასშტაბით დაახლოებით, 35 000 ძაღლია ქუჩაში.

მისივე თქმით, გასულ წელს თბილისის მასშტაბით სტერილიზაცია-კასტრაციის თითქმის 10 000-ს ოპერაცია ჩატარდა.

„სამწუხაროდ, ცხოველებთან დაკავშირებული ციფრი მზარდია. ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კვლევა ჩავატარეთ, ჩვენი გათვლებით დაახლოებით, 35 000 ძაღლი არის ქუჩაში, რაც ძალიან დიდი ციფრია. როგორც მერმა აღნიშნა, ჩვენ ყოველ წელს ვცდილობთ, რომ გავზარდოთ სტერილიზაცია-კასტრაციების რაოდენობა და თითქმის 10 000-ს ოპერაციაზე შარშან ავედით. თუმცა ჩვენ ვართ იმ პოზიციაში, როდესაც ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც წელს უკვე დავიწყეთ. პირველი ეს არის ერთგვარი პოპულაციების მართვის ცენტრი, სადაც მოეწყობა სპეციალური ახალი საოპერაციო ბლოკი, სპეციალური კარანტინი, ვოლიერი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ 15-16 ათასამდე გავზარდოთ სტერილიზაცია-კასტრაციების რაოდენობა დედაქალაქის მასშტაბით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ზოგადად პოპულაციის მართვის კუთხით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც მან განმარტა, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა წელს დაიწყება.

ბასილაიას განმარტებით, ცენტრის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, მილიონი ლარია გამოყოფილი.

„გარდა ამისა, ჩვენ შევიძინეთ მობილური ვეტკლინიკა, რომელიც აღჭურვილი იქნება მომდევნო თვეებში და ჩვენ დავიწყებთ უბან-უბან სიარულს და ადგილზეც ოპერაციების გაკეთებას. ასევე, ჩვენ არსებული თავშესაფრის გაზრდა გვინდა, კერძოდ, დაახლოებით, 500-ძაღლიანი თავშესაფარი დედაქალაქში გვქონდეს. ასევე, ვფიქრობთ იმაზე, რომ მეორე თავშესაფარი ავაშენოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი ძაღლი გავაჩეროთ თავშესაფარში. თუმცა მთავარი გამოსავალი არის ზოგადად სიტუაციის შეცვლა, ეს არის ახალი კანონი, რომელზე მიმდინარეობს მუშაობა. როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე ჰუმანური და აპრობირებული გზა არის კასტრაცია-სტერილიზაციის რაოდენობის გაზრდა. ახალი ცენტრის მშენებლობა წელსვე დაიწყება, ასევე, ტენდერი გამოცხადებულია და ამასთან დაკავშირებით მოგებული კომპანია უკვე გვყავს, პროექტი წელსვე დასრულდება. ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დაახლოებით, მილიონი ლარი, სადაც მუნიციპალიტეტის თავშესაფარია სწორედ ამ ტერიტორიაზე აშენდება, ეს ცენტრი“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში