მიხეილ სააკაშვილი - ვიდრე ზელენსკი გამოჩნდებოდა, პუტინი ამბობდა, რომ სააკაშვილი და ნავალნი იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები - ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია

ნავალნიმ ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოს მიმართ დაყენებული პოზიციის გამო და ეს ძალიან დავაფასე - უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მომწამლეს, სპეციალურად მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი, ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პუტინმა ნომერ პირველი მტერი ალექსეი ნავალნი მოიშორა და ახლა მეორე, თავად, მის ხელშია.

„მოკლეს ალექსეი ნავალნი. მასთან მქონდა მიმოწერა, მან ბოდიში მოიხადა 2008 წელს საქართველოს მიმართ დაყენებული პოზიციის გამო. მნიშვნელოვანი იყო, ძალიან დავაფასე. ციხის კამერიდან გამოხატავდა სოლიდარობას. მე მომწამლეს უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს, ისევ ღმერთის, ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის იმედზე ვარ. სწორედ ნავალნიმ გამოხატა სოლიდარობა თავისი ციხის კამერიდან ჩემ მიმართ. მაგრამ მანამდე მოკლეს პოლიტკოვსკაია, ნემცოვი, ახლა ნავალნი. პუტინმა ასევე საჯაროდ გამოთქვა სურვილი, რომ მე ჩამოვეკიდებინე ერთი ადგილით, პუტინი თავიდანვე დაიმუქრა, რომ ციხეში მოვხვდებოდი და აუცილებლად გამანადგურებდა ფიზიკურად. როდესაც ნავალნიზე საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ნავალნის გვარს არ ახსენებდა.

სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა (ვლადიმერი, ჩემი უშუალო შეფი), პუტინი ამბობდა, ყველანაირად გამოხატავდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და ნავალნი იყვნენ მისი ნომერ პირველი მტრები. ერთი ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია. რადგან ყველაფერი, რაც საქართველოს პენიტენციურ სისტემას ეხება, კონტროლდება რუსული სპეცსამსახურების მიერ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში