21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზად არის დაეხმაროს თითოეულ გიდს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

„21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა! საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თითოეულ გიდს გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!

საქართველოში ტურიზმის განვითარება და მოგზაურთა ნაკადების გაზრდა პირდაპირ დაკავშირებულია იმ პროფესიონალ გიდებზე, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ სტუმრებს, აცნობენ ქართულ სტუმარმასპინძლობას, ტრადიციებს, კულტურასა და ქვეყნის უნიკალურ ბუნებას.

ქართველი გიდების პროფესიონალიზმის შედეგად ბევრ მოგზაურს საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობის სურვილი უჩნდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ასობით გიდს და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებს სთავაზობს გადამზადების კურსებსა და ტრენინგებს სრულიად უსასყიდლოდ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მზად არის დაეხმაროს თითოეულ გიდს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გიდების საერთაშორისო დღეს! და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს