ზურაბ ჭიაბერაშვილი - როგორც მიუნხენის კონფერენციას დაამთხვია ნავალნის მკვლელობა პუტინმა, ისე დაამთხვია პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კენჭისყრა კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს - ეს არის რუსული ტიპის თავხედობა

ეს არის რუსული ტიპის თავხედობა. როგორც მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაამთხვია ნავალნის მკვლელობა პუტინმა, ისე დაამთხვია პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კენჭისყრა კობახიძის ვიზიტს ბრიუსელში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ასეთ ქმედებებს მომდევნო თვეების განმავლობაშიც არაერთს ვნახავთ, მაგრამ ეს ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს“.

„რაც თქვა კობახიძემ მიკროფონთან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ [პრესკონფერენციამდე] ერთი საათით ადრე პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რაც ბორელმა და ვენეციის კომისიამ თქვა. შესაბამისად, ქმედებაა მთავარი. ბორელმა პირდაპირ თქვა პრესკონფერენციაზე, რომ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს. ცვლილებებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ არ მიიღოთო და მიიღეს. სხვა რა უნდა იყოს. ბუნებრივია, ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, რომ უკეთესად იცხოვროს და ამ გზაზე საუკეთესო გეზი ევროკავშირის წევრობაა. ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობა უნდა იმიტომ, რომ უკეთესად იცხოვროს, დაცულ, მშვიდ გარემოში, ამავდროულად, მუდმივად იზრდებოდეს პენსიაც, ხელფასებიც, ინვესტიციები შემოდიოდეს. ამას ეღობება ივანიშვილის რეჟიმი. ეღობება არა უბრალოდ იმ განცხადებებით, რასაც ისინი აკეთებენ ხოლმე, მათ შორის ევროკავშირის საწინააღმდეგოდ, როცა მას ლანძღავენ, არამედ ქმედებებით, რაც პარლამენტში კენჭისყრაშიც გამოიხატა. ეს არის რუსული ტიპის თავხედობა - როგორც მიუნხენის კონფერენციის გახსნას დაამთხვია ნავალნის მკვლელობა პუტინმა, ისე დაამთხვია პარლამენტმა ეს კენჭისყრა [საარჩევნო კოდექსში ცვლილებები] კობახიძის ვიზიტს. კობახიძე ბრიუსელში ჩავიდა და ამ დროს აქ კენჭი უყარეს. იმის ნაცვლად, რომ კობახიძე ჩასულიყო და ეთქვა, რომ რაკი ვენეციის კომისიამ დაიწუნა ჩვენი კანონი, ჩვენ ამას არ მივიღებთ, ამის ნაცვლად, მათ რუსული თავხედობით კანონი მიიღეს. ბუნებრივია, ასეთ ქმედებებს მომდევნო თვეების განმავლობაში, არაერთს ვნახავთ, მაგრამ ეს ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ბუნებრივია, ჩვენ დავინახავთ ოპოზიციის კიდევ უფრო მზარდ აქტივობას. დღევანდელი მდგომარეობითაც, ივანიშვილს ძალაუფლება დაკარგული აქვს. მისი ეს ფორიაქი და ფაცი-ფუცი, რაც გამოიხატებოდა პრემიერის ცვლილებაში და ყველაფერ იმაში, რასაც ახლა ცდილობენ, მათ შორის პროპაგანდით და დეზინფორმაციით, გამოიხატება ეს იმაში, რომ ძალიან კარგად იციან, რა შედეგი ელოდებათ 2024 წელს“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გარდა ამისა, ჭიაბერაშვილის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებში ნათელი იყო ის, რომ საქართველოს მთავრობა მათ, გატარებული რეფორმებისთვის არ შეუქიათ.

„ბორელის განცხადებებში ბრიუსელში ერთი რამ ძალიან ნათელი იყო - როგორც წესი, რეფორმისტულ მთავრობას, რომელიც ხალხის სასიკეთო ცვლილებას ატარებს, თავდაპირველად შეაქებენ ხოლმე და მერე გადადიან იმ ჩამონათვალზე, რა არის გასაკეთებელი. შექება და იმის აღნიშვნა, რა გააკეთა მთავრობამ ჩვენ ბრიუსელიდან არ მოგვისმენია. ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ როგორც ჩვენმა ხალხმა იცის კარგად, ისე ბრიუსელშიც იცია, რომ „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის რეჟიმს ევროკავშირისკენ სვლის გზაზე, საბოტაჟს გარდა არაფერი გაუკეთებია“,- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა − ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა − ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენცია გამართეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში
კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს - გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები!
GM PHARMA საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე – კომპანიამ საქართველო CPHI 2024-ზე წარმატებით წარადგინა