გურამ მაჭარაშვილი - განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის - ზარმაცი სტუდენტის წინასწარი განცხადებაა

განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება [არჩევნების] გაყალბებისთვის - ზარმაცი სტუდენტის წინასწარი განცხადებაა, არ მეცადინეობს, იცის, რომ გამოცდაზე ჩაიჭრება და საგამოცდო კომისიას წინასწარ აბრალებს, ჩამჭრიანო, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

„განწირული ადამიანების კივილია, როდესაც საუბრობენ, რომ არიქა, თურმე ახლა ხელისუფლება ემზადება გაყალბებისთვის, იმიტომ რომ, თუ ეს დალოცვილები ყველა სათითაოდ ხელისუფლებაში მოდის ისეთი რეიტინგები აქვთ, რანაირად შეიძლება, რომ ასეთ მხარდაჭერას გაყალბება დაუდგეს წინ?! არ არსებობს ასეთი რამ.

პრეზიდენტი ვეტოს ადებს კანონპროექტს, რომელიც არის ევროპული, ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა ზუსტად, ეს არის ზუსტად ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს