მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი მოწმის სახით დაიკითხა. მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიასთან, რადგან ისინი კოლეგები იყვნენ.

დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ თეიმურაზ მღებრიშვილს ჰკითხა, ხომ არ ახსენდება 2010 წლის ჩათვლით პერიოდში ისეთი შემთხვევა, პრეზიდენტის რომელიმე ბრძანება ან განკარგულება რომ არ შესრულებულიყო, რაზეც მღებრიშვილმა უპასუხა, რომ მას არ შეიძლებოდა მსგავს ინფორმაციებზე წვდომა ჰქონოდა.

მისივე თქმით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ სამსახურს არ შეესრულებინა საქართველოს მთავრობის განკარგულება.

ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინა. ბრძანების მიხედვით, რომელიც 2014 წლის 8 სექტემბრით თარიღდება, მისი ინფორმაციით, აშშ-ში გადაფრენა-გადმოფრენის ხარჯის ანაზღაურება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაეკისრა.

ბასილაია დაინტერესდა, სამსახურს ჰქონდა თუ არა ბერკეტი, რომ გადაემოწმებინა მიღებული ბრძანების მიზანშეწონილობა, რაზეც თეიმურაზ მღებრიშვილმა განმარტა:

„იცით, რომ სამსახურის ბალანსზე არის საფრენი აპარატი, თვითმფრინავი. შესაბამისად, ჩვენს სამსახურზე არსებულ თვითმფრინავში საწვავის ხარჯი, რაზეც არის საუბარი, დაგვევალა, რომ ეს ხარჯი გაგვეწია. ასეთ შემთხვევაში ბილეთის ხარჯი არა მგონია იყოს. 10 წლის წინ რა ხარჯი გავწიე, ამას ახლა ვერ გეტყვით. თუმცა, ის, რომ სამსახურის ბალანსზე არსებული თვითმფრინავში საწვავი სამსახურს უნდა ჩაესხა საკუთარი საბიუჯეტო თანხებით, ეს ფაქტია. ცალსახად შემიძლია თქვა, რომ ბილეთის თანხაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ბექა ბასილაიამ ასევე ანზორ ჩუბინიძესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე ის მოწმის სახით უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა უარი განაცხადა.

„ჩვენთან პროცესზე გამოძახებული იყო მოწმის სახით ანზორ ჩუბინიძე, რომლისთვისაც უნდა დაგვესვა კითხვები და მოეცა განმარტებები. ჩუბინიძე რომ ასრულებდა მოვალეობას, კანონიერად მიიჩნეოდა და ჯანაშიას შემთხვევაში რატომ იქნა კრიმინალად მიჩნეული? ეს გვინდოდა გვეკითხა, მაგრამ ჩუბინიძემ განაცხადა, მე რომ ჩვენება მოგცეთ, ეს ჩემი თავის წინააღმდეგ შეიძლება იყოს გამოყენებული, ამიტომ, ჩვენებას არ მოგცემთო“, - განაცხადა ბასილაიამ.

სააკაშვილის ადვოკატი დაინტერესდა, მღებრიშვილი ხომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, ხდებოდა თუ არა კრიმინალი ანზორ ჩუბინიძის პერიოდში. ასევე, რომელიმე თანამშრომელს ხომ არ უთქვამს მისთვის, რომ ჩუბინიძე მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებს უკანონოდ ასრულებდა, რაც მღებრიშვილმა უარყო.

„რომელიმე თანამშრომელს ხომ არ უთქვამს, სააკაშვილის პერიოდში ისეთი განკარგულებები მოდიოდა სამსახურზე, რომლის შესრულება პრობლემური იყოო?“-ამ კითხვით მიმართა ბასილაიამ მღებრიშვილს, რაც მან ასევე უარყო.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო