არჩილ თალაკვაძე - ახლა იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „ნაციონალური მოძრაობა 2“ და მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ ამ მეორე ვაგონშიც როგორმე თავისი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება

ახლა იქმნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება - „ნაციონალური მოძრაობა 2" და მიხეილ სააკაშვილიც ცდილობს, რომ ამ მეორე ვაგონშიც როგორმე თავისი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს, ასეთი სასაცილო განცხადებებით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს თვითგანდიდების მცდელობები მედიის ყურადღების ცენტრში დასარჩენად სჭირდება.

"ამ ტიპის განცხადებები, თვითგანდიდების მცდელობები მას სჭირდება იმისთვის, რომ დარჩეს მედიის ზედაპირზე. სხვა მიზანს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ მისმა გუნდელებმა დაინახეს, რომ ის ლიდერი არ არის. მან ლიდერობის ტესტი ვერ ჩააბარა," - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის გარემოცვის წევრები ლობისტურ კამპანიებში დღემდე მილიონებს იხდიან.

რაც შეეხება შეწყალების საკითხს - როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სცენარზე ჩამოყალიბდება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლობისტური ჯგუფი.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილისთვის დიდი პოლიტიკური კატასტროფა იქნება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს