ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ალექსეი ნავალნის დედამ შვილის ცხედრის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

რუსეთის ქალაქ სალეხარდის სასამართლოში, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დედის, ლუდმილა ნავალნაიას სარჩელის განხილვა 4 მარტს დახურულ სხდომაზე მოხდება.

გუშინ, ლუდმილა ნავალნაიამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა, რომ ალექსეი ნავალნის ცხედარი დაებრუნებინა, რათა შვილი ღირსეულად დაეკრძალა.

შეგახსენებთ, რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის საპატიმროში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ რუსი გამომძიებლები ალექსეი ნავალნის ცხედარს მის ოჯახს კიდევ ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია