რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

„ევროკავშირის ელჩებმა ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს. იგი 24 თებერვლის წლისთავის წინა დღეს გამოქვეყნდება“, - წერს იოზვიაკი X-ზე.

რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ასევე, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ 1 900-ზე მეტი რუსი და ბელარუსი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივონ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა