განახლებადი ენერგია და შუა დერეფნის პოტენციალი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას შეეხო.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებზე და იმ წამახალისებელ სქემებზე, რომელიც იაპონიის მთავრობას ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო პარტნიორობის მხარდასაჭერად აქვს შემუშავებული.

მათივე ცნობით, საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის ელექტროკაბელს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპასთან კავკასიის ენერგორესურსების წვდომაში, რაც თავის მხრივ, იაპონური კომპანიების საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალით დაინტერესებას განაპირობებს.

შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო შუა დერეფნის სატრანზიტო მნიშვნელობას, ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, კერძოდ, გლობალურ სატრანზიტო მარშრუტებზე შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით ყურადღება გამახვილდა აზიური ტვირთების ევროპაში მოხვედრის საქართველოზე გამავალ დერეფანზე, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერასა და ლოგისტიკურ და სატრანსპორტო სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდაზე.

„უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრა შედგა იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან, სადაც საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიების პროექტებსა და შუა დერეფნის მნიშვნელობას. ვფიქრობ, მსგავსი სახის პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, რადგან მსგავსი კომუნიკაცია განაპირობებს პირდაპირ ბიზნეს კავშირებსა და პოტენციურ თანამშრომლობას“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია