ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს - თვლით თუ არა პრობლემად, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანების რუსეთში გადასაყვანად? - შემიძლია კონკრეტული მასალები გაჩვენოთ

თვლით თუ არა პრობლემად, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანების რუსეთში გადასაყვანად? - შემიძლია კონკრეტული მასალები გაჩვენოთ,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

დეკანოიძე აცხადებს, რომ ამით რუსი დილერები არიან დაკავებული.

მისივე ინფორმაციით, რუსეთში ხვდება ის მანქანები, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის შემოდგომაზე აიკრძალა.

„კონკრეტულ სქემაზე მინდა გკითხოთ - როგორ ღარიბდება საქართველოს მოქალაქე, როცა რუს დილერებს უკანონოდ გადაჰყავთ მანქანები საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსოვთ, რომ 2023 წლის შემოდგომიდან აიკრძალა რუსეთში სანქცირებული მანქანების ექსპორტი, 50 ათასი ევროს ღირებულების და 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანებზეა საუბარი, მაგრამ მე შემიძლია გაჩვენოთ კონკრეტული მასალები, სადაც ჩანს, რომ საქართველო გამოიყენება როგორც მესამე ქვეყანა და ჩვენი ქვეყნიდან სანქცირებული მანქანები გადადის რუსეთში. მათ შორის, არსებობენ რუსი დილერები, რომლებმაც წაართვეს ბიზნესი საქართველოს მოქალაქეებს და დაარეგისტრირეს აქ მდიდრდებიან უკანონო შემოსავლებით. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ არ არის შეზღუდული სანქცირებული მანქანების ერთი-ერთი პრინციპით (გადაყვანა) ანუ ინდივიდუალურ მძღოლებზე მაქვს საუბარი, როცა მათ გადაჰყავთ და მერე იქიდან ფეხით გადმოდიან? თქვენ მოგმართეს ამაზე კითხვით, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. თვლით თუ არა პრობლემად, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენება სანქცირებული მანქანებისთვის, რომლებიც რეალურად აკრძალულია და სანქციების ამ ნაწილს მიერთებული ვართ. რუსეთში ხვდება ის მანქანები, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით აიკრძალა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია