თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია