ილია დარჩიაშვილი - ევროპარლამენტის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ჩამობრძანდა, სადაც ის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოზე.

„გუშინ უმნიშვნელოვანესი დღე გვქონდა. გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო, რომელიც მთავარი პლატფორმაა საქართველოს და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების, დაახლოების. სწორედ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და ამ შეხვედრაზე პირველად მოხდა, რომ საქართველო ჩამოვიდა როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელი. ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა გუშინ.

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირის შესაბამის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ქალბატონი მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო საქართველოს ევროპულ მომავალს, იმ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით შარშან დეკემბერში. შესაბამისად, ტრადიციულად, საქართველოს მისამართით ქალბატონი პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ როგორ არის შემდეგი პროცესი, როგორ ვაგრძელებთ ჩვენი ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ცხადია, საუბარი შეეხო იმას, თუ რა დიდი ძალისხმევა გაიწია, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მხრიდან და თუ როგორ გეგმავს პრემიერ-მინისტრი მომავალშიც ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო, რომ საქართველო აგრძელებს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს საქართველოს საბოლოო წევრობამდე. იყო ძალიან საინტერესო, მეგობრული შეხვედრა და კიდევ ერთხელ მივიღეთ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქალბატონი პრეზიდენტისგან საქართველოს ევროპული მომავლის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ეს შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანიც“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა, რომლის განცხადებასაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება