თინა ბოკუჩავა - ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, ასევე ნატო-ში გაწევრიანებისთვის

ყველა ჩვენი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, ასევე ნატო-ში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, 9 დათქმა აქტუალურია ნატო-ში ინტეგრაციისთვისაც.

„ყველა საქართველოს დასავლელი მეგობარი კარგად ხვდება, რომ ივანიშვილის მთავრობის პირობებში ვერ შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ. ეს 9 დათქმა ისეთივე აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, როგორც ნატო-ში ინტეგრაციისთვის, რადგან ნატო არის არა მხოლოდ თავდაცვითი სამხედრო ალიანსი, არამედ ეს არის ღირებულებების ალიანსი. შესაბამისად, დემოკრატიული განვითარება ჩვენს ქვეყანაში ისეთივე რელევანტური და მნიშვნელოვანია ნატო-ში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს