გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - გასულ წელს, ჯარიმების ამოღებით, რეკორდი დაამყარეთ, ამოხდათ სული ადამიანებს, ვეღარ არსებობენ ამდენი ჯარიმის პირობებში

რის ხარჯზე ზრდით ბიუჯეტს? მეტი და მეტი გადასახადი. გასულ წელს, რეკორდი დაამყარეთ ჯარიმების ამოღებით, ნახევარ მილიარდამდე იყო ჯარიმები, რაც უღლად ადევს ხალხს კისერზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯარიმები მოსახლეობის საშუალო შემოსავალთან შესაბამისი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სადამსჯელო ხასიათი ექნება.

„რის ხარჯზე ზრდით ბიუჯეტს? მეტი და მეტი გადასახადი და კიდევ უარესი, გასულ წელს რეკორდი დაამყარეთ ჯარიმების ამოღებით, ნახევარ მილიარდამდე იყო ჯარიმები, რაც უღლად ადევს ხალხს კისერზე. ჯარიმა 1000 ლარი, 500 ლარი, 300 ლარი, ამოხდათ ადამიანებს სული, ვეღარ არსებობენ ამდენი ჯარიმის პირობებში.

ერთხელ მაინც გამოთქვა ფინანსთა მინისტრმა იდეა, რომ ჯარიმები განახევრდეს? ევროკავშირი რომ გვინდა, ევროკავშირის პრინციპია, რომ ჯარიმა შესაბამისი უნდა იყოს შემოსავლების, თუ ჯარიმა ადამიანების საშუალო შემოსავალს მკვეთრად ცდება, ასეთ შემთხვევაში, ეს ჯარიმა არის სადამსჯელო ღონისძიება და არა ის, რომ ვინმეს წესრიგისკენ მოუწოდო. უფრო მეტიც, მაგალითად, ძალიან ბევრი კომპანია თქვენ ათი ათასობით ლარით დააჯარიმეთ. მე პრემიერ - მინისტრს არაერთი წერილი მივწერე, რომ ეცნობებინა, რატომ დაჯარიმდნენ კონკრეტული ინდივიდები.

ბატონო ლაშ [ხუციშვილი] , მე პირადად გადმოგცემთ ამ წერილებს, მოგიტანთ და თქვენ პასუხსაც არ გვცემთ. შემდეგ გამოდიხართ და წარსულზე საუბრობთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში