ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრებთან პოლონეთ-უკრაინის საზღვრის ბლოკადის საკითხი განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მინისტრებთან პოლონეთ-უკრაინის საზღვრის ბლოკადა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ჩვენ შექმნილი სიტუაცია დეტალურად გავაანალიზეთ და შემდგომი ნაბიჯები დავსახეთ. ისინი ძალიან სწრაფი იქნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ საზღვარზე არსებული მდგომარეობა საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ოლექსანდრ კუბრაკოვთან, ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერთან ოლგა სტეფანიშინასთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან მიკოლა სოლსკისთან განიხილა.

„ევროკავშირთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია უნდა გაგრძელდეს და ევროკომისიის მკაფიო პოზიციისთვის მადლობელი ვარ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოლონელმა ფერმერებმა თებერვლის დასაწყისში უკრაინის საზღვარზე პროტესტის ახალი ტალღა წამოიწყეს. აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება წარმოადგენს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა