ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა

საქართველოს უნივერსიტეტში, აფრო-ამერიკული ისტორიის თვის აღნიშვნის ფარგლებში, აბოლიციონისტ ფრედერიკ დაგლასის ავტობიოგრაფიული წიგნის Narrative of the Life of Frederick Douglass, an American Slave. Written by Himself ქართულენოვანი თარგმანის „ამერიკელი მონის ფრედერიკ დაგლასის მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში თებერვლის თვე აღინიშნება როგორც აფრო-ამერიკული ისტორიის, იგივე შავი ისტორიის თვე (Black History Month). საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ესწრებოდა, წიგნის „ამერიკელი მონის ფრედერიკ დაგლასის მონათხრობი საკუთარ ცხოვრებაზე“ პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის კონკურსში და მიიღო გრანტი, რომლის ფარგლებშის ითარგმნა და გამოიცა საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.

„ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს აქ ვიმყოფები. მნიშვნელოვანი ღონისძიება და თვეა ჩვენთვის, რადგან ეს არის შავკანიანთა ისტორიის თვე ამერიკაში, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ აფროამერიკელების წვლილს ჩვენს ისტორიასა და კულტურაში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს უნივერსიტეტის ინტერესს თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით და გვახარებს თანამშრომლობა ფრედერიკ დაგლასის წიგნის თარგმანთან დაკავშირებით. ფრედერიკ დაგლასი, მართლაც სამაგალითო ისტორიაა ამერიკელი მონის თავისუფლებისკენ მოგზაურობის შესახებ, ამავდროულად ეს არის ისტორია ამერიკაში მონობის ტრაგედიისა და თანასწორობის ხელშეწყობის სწრაფვისკენ ჩვენს ქვეყანაში“-რობინ ლ. დანიგანი.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ და საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ. სტუმრებს შორის იყვნენ პროფესორები, სტუდენტები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის აფრო-ამერიკელი სტუდენტები და საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.

(R)

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო