ლილე ლიპარტელიანი - თბილისის მერია, ნაცვლად იმისა, რომ ერთი წლით მაინც უდებდეს ხელშეკრულებას ადამიანებს, რომ საშვებულებო თანხით ისარგებლონ, ექსპლუატაციას უწევს ადამიანების შრომას

თბილისის მერია, ნაცვლად იმისა, რომ ერთი წლით მაინც უდებდეს ხელშეკრულებას ადამიანებს, რომ საშვებულებო თანხით ისარგებლონ, რაღაც შესაძლებლობა იყოს, რომ გაიზარდოს ბიუჯეტი, ექსპლუატაციას უწევს ადამიანების შრომას , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

„საფეხბურთო კლუბის ასოციაცია, რომელიც კალაძის მეგობრების კუთვნილება არის დაფინანსდა 185 000 ლარით, მაგალითად, თბილისის ფეხბურთის ფედერაცია დაფინანსდა 65 400 ლარით 2023 წლის მარტში. ასე არის განაწილებული ხარჯვითი ნაწილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულის უფროსის ირაკლი გვილავას და თბილისის მერიის მიერ. ნაცვლად იმისა, რომ ერთი წლით მაინც უდებდნენ ხელშეკრულებას ადამიანებს, რომ საშვებულებო თანხით ისარგებლონ, რაღაც შესაძლებლობა იყოს, რომ გაიზარდოს ამათი ბიუჯეტი, ექსპლუატაციას უწევს ამ ადამიანების შრომას თბილისის მერია“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა