საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფის - Music Art House-ის კონცერტი გაიმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფის - Music Art House - ახალი თაობის კონცერტზე იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტური საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფის კონცერტი 22 თებერვალს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართება.

„საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფმა - Music Art House, რომლის მუსიკალური პროდიუსერია სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის თანამშრომელი გიორგი ქურასბედიანი, უკვე ერთი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ახალი თაობა შემოიერთა და საუკეთესო რეპერტუარი შექმნა.

Music Art House-ი 22 თებერვლის კონცერტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა შემდეგი შემადგენლობით წარდგება: გოგონათა Voice Band-ი - Stars Wings: ლიზა კარიჭაშვილი, გვანცა გიგაშვილი, მარიამ ნოსელიძე, ანა არმეგონაშვილი; პიანისტი - საბა ბასიაშვილი; მუსიკალური ჯგუფი - „მარე“: ლევან ზუზაძე, საბა ბასიაშვილი, დავით კიკნაძე, ალექსანდრე თურმანიძე, ნინო ქიბროწაშვილი, გიორგი დობაძიშვილი, ელენე ფარტენაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალგაზრდებს საინტერესო და სიახლეებით აღსავსე არდადეგებს უსურვებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს