პაატა კვიჟინაძე - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, მთავრობის დამსახურებაა და აქ საკამათო არაფერია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ ფინანსთა სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა და ძირითადად იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამინისტროს დღის წესრიგშია. მათივე ცნობით, პაატა კვიჟინაძემ მთავრობის კარგი მუშაობის დასტურად PEFA-ს მეთოდოლოგია მოიყვანა, სადაც საქართველოს 59 ქვეყანას შორის უმაღლესი შედეგი აქვს.

პაატა კვიჟინაძემ გასულ წლებზეც და იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც პანდემიის და გეოპოლიტიკური შოკის გამო საქართველოს შეექმნა, თუმცა, მისი თქმით, განხორციელებულმა სწორმა და თანმიმდევრულმა ფისკალურმა პოლიტიკამ დადებითი და პოზიტიური შედეგები მოიტანა ყველა სექტორში.

„2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, დეფიციტმა 9% შეადგინა (კანონმდებლობით განსაზღვრული ზღვარი 3%-ია), ხოლო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელმა კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. 2023 წელს კი მოდიფიცირებულმა ბიუჯეტის დეფიციტმა 2.5% , ხოლო მთავრობის ვალმა 39.3% შეადგინა",-განაცხადა პაატა კვიჟინაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისთვის, აუცილებელია, რეფორმების გაგრძელება, როგორც ფისკალური ისე მაკროეკონომიკური კუთხით, რაც თავისთავად ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა