ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრები პოლონეთთან საზღვარზე გაგზავნა და დონალდ ტუსკს შეხვედრას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრები პოლონეთთან საზღვარზე გაგზავნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს მიმართავს და საზღვარზე შეხვედრას სთავაზობს.

“და გთხოვ, დონალდ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ასევე მოხვიდე საზღვართან. ანჯეი, ბატონო პრეზიდენტო, გთხოვ მხარი დაუჭირო ამ დიალოგს. ეს ეროვნული უსაფრთხოებაა. არ უნდა გავაჭიანუროთ. უახლოესი დღეები ამის გაკეთების საშუალებას გვაძლევს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა უკრაინის მთავრობასთან ერთად პირადად მივიდეს საზღვართან შეხვედრაზე.

“და მინდა ახლა ევროკომისიას მივმართო: ევროპაში ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ. ეს ევროკავშირის ფუნდამენტური ინტერესია. ამიტომ უკრაინა ევროკომისიას მიმართავს, რათა ამ შეხვედრაში ევროკომისიის წარმომადგენელმა მიიღოს მონაწილეობა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პოლონურად ისაუბრა.

“კმარა მოსკოვი ჩვენს მიწებზე. კმარა გაუგებრობები. არ შეიძლება ერთმანეთის დამცირება, არ შეიძლება არც უკრაინელი, არც პოლონელი ფერმერების დამცირება. ერთიანობა გვჭირდება. გადაწყვეტილება გვჭირდება - ჩვენს, უკრაინასა და პოლონეთს, შორის და მთელი ევროპისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვრის სრული ბლოკადა 20 თებერვალს განაახლეს. პროტესტების დროს რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, კერძოდ, უკრაინიდან შემოსული ტრანზიტისთვის განკუთვნილი ხორბლის გადმოყრა, ასევე, საბჭოური სიმბოლიკისა და პრორუსული ლოზუნგების დემონსტრირება, რაზეც პოლონეთის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა