ირაკლი კობახიძე - ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა, ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა. საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა. ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო ყველა იმ თემას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან.

„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან მქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა. საქმიანთან ერთად, მეგობრული შეხვედრა. ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა ასევე მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გვქონდა პროგრესი კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით.

მას მადლობა გადავუხადე და ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებასთან", - განაცხადა პრემიერმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა