Reuters - 2024 წლის დასაწყისიდან ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა გადასცა

2024 წლის დასაწყისიდან ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის სამი ირანული წყაროს ინფორმაციით, ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა, რომელთაგან უმრავლესობა ირანულ ახლო რადიუსის “ფატეჰ-110” ბალისტიკურ რაკეტებს განეკუთვნება.

ზოგიერთი მათგანის რადიუსი 300-დან 700 კილომეტრამდე შეადგენს.

ერთი წყაროს ცნობით, რაკეტების რუსეთში გაგზავნა იანვარში დაიწყო იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც 2023 წლის ბოლოს გაფორმდა თეირანსა და მოსკოვში სამხედროებისა და სპეცსამსახურების შეხვედრების დონეზე. მიწოდებების ნაწილი თვითმფრინავებით ხდებოდა, ნაწილი - გემებით, კასპიის ზღვრით.

“კიდევ იქნება მიწოდებები. ამის დამალვის მიზეზები არ არსებობს. იარაღის ექსპორტირების უფლება გვაქვს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც მოვისურვებთ”,- განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა წყარომ.

Reuters-ის ორმა ამერიკულმა და უკრაინულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ რუსი სამხედროების მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფაქტები ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა