ირაკლი კობახიძე - ძალიან მეგობრული განწყობაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, ძალიან საქმიან, მეგობრულ გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობა არის.

„გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ. იყო საუბარი ასევე უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში, გლობალურად, ევროპის კონტინენტზე და ა.შ. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან საქმიანი, ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატო-ს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს