ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს, ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ირაკლი კობახიძემ ალიანსის გენერალურ მდივანს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული უსაფრთხოების გარემო. პრემიერ-მინისტრმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს