გიორგი ვაშაძე - ირაკლი რუხაძეს არ მოსწონს ჩემი მუშაობა ან რატომ უნდა მოვწონდე, სწორედ იმ ძარცვას ვებრძვი, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს საპენსიო სესხის პროცენტით

რატომ უნდა მოვწონდე ირაკლი რუხაძეს, როცა ერთ-ერთი უსამართლობის ქვაკუთხედი ეგ არის, ხალხი უკიდურესად ღარიბდება და ის და მისნაირები ზემდიდრები გახდნენ, სწორედ ამ ძარცვას ვებრძვი, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „იმედი-ს“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას, რომელიც მან NDI-სთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, ის იმ უსამართლობას ებრძვის რასაც რუხაძე ყოველდღიურად პენსიონერების წინააღმდეგ ახორციელებს საპენსიო სესხის მაღალი პროცენტის გამო.

„პენსიონერების მძარცველ ირაკლი რუხაძეს თურმე არ მოსწონს ჩემი მუშაობა, ან რატომ უნდა მოვეწონო, სწორედ იმ ძარცვას ვებრძვი, რომელსაც ყოველდღიურად ახორციელებს, უსამართლოდ მაღალი საპენსიო სესხის პროცენტს რომ ახდევინებს ხალხს და დამატებით მილიონებს იღებს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან.

ან რატომ უნდა მოვწონდე, როცა ერთ-ერთი უსამართლობის ქვაკუთხედი ეგ არის, ხალხი უკიდურესად ღარიბდება და ის და მისნაირები ზემდიდრები გახდნენ ამ ქვეყანაში.

საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. არჩევნებში ჩვენი გამარჯვებისთანავე ყველა პენსიონერს სესხის პროცენტი ჩამოეწერება და ეს უსამართლოდ ძარცვის უფლება, რომელიც ექსკლუზიურად აქვს დღეს ირაკლი რუხაძეს და სხვებს ვინც ივანიშვილს დღეს ერთგულებას ეფიცება დასრულდება“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია