ილია დარჩიაშვილი - ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი - ასოცირების საბჭოს გზავნილები ნაწილია იმ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის, რომელზეც ვსაუბრობთ და ვავითარებთ

ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, არის სწორედ ამის გამოხატულება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასოცირების საბჭოს გზავნილებიც ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაკავშირებს".

„ასოცირების საბჭოს გზავნილები ნაწილია იმ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელსაც ვავითარებთ. ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, არის სწორედ ამის გამოხატულება. ეს გზავნილებიც ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაკავშირებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს