ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ - ვფიქრობ, დაახლოებით, ზაფხულში მზად ვიქნებით

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულამდე არ იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ პარლამენტში არჩევნებამდე არ იქნება მზად, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.

“სკრინინგის პროცესზე შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ. ეს ძალიან კარგია. და მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ. ჩემი საუკეთესო ვარაუდია, რომ ის ევროპულ არჩევნებამდე არ იქნება მზად, არამედ მას შემდეგ, ვინაიდან, მოლაპარაკებების სხვადასხვა პოზიციების განვითარებას ვხედავ. ეს დროს წაიღებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში მზად ვიქნებით”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ იანვარში დაიწყო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა - დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს