თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, უფრო აქტიური როლი შეასრულოს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაყრდნობით გადაწყვეტის მიმართულებით.

მედიის ინფორმაციით, ფიდანმა რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზაში ულმობლობა უნდა შეწყდეს და ამერიკელ და გერმანელ კოლეგებთან მოლაპარაკებების დროს ცეცხლის დაუყოვნებლივ შესაწყვეტად საჭირო ნაბიჯები განიხილა.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს რეზოლუციაზე აშშ-ის მიერ ვეტოს კიდევ ერთხელ დადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია ვერ დაამტკიცა, აჩვენებს, რომ რეფორმა აუცილებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია