მიხეილ დაუშვილი - ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს „ოცნებას“, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა - იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია

რეალურად, ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს “ოცნებას”, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა. არ არის ეგრე, იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში 9 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წარმოდგენილი ინიციატივები, რეალურად, ზედაპირულია და ძირეულად სისტემას არ ცვლის.

“9 დათქმის შესრულება მნიშვნელოვანი კი არ არის, პირდაპირი მოვალეობაა ჩვენი, იმიტომ, რომ ეს აუცილებელი პირობაა იმის, რომ გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე.

რეალურად, ცვლილებები და ინიციატივები, რაც წარმოდგენილი აქვს “ოცნებას”, მე არ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უსარგებლოა და არ ვარგა. არ არის ეგრე, იქ არის კონკრეტული საკითხები, მათ შორის ორგანული კანონის პროექტში, რომელიც მისაღებია. მაგრამ მთავარია, რომ ესენი ზედაპირული ცვლილებებია და ძირეულად სისტემას არ ცვლის. როდესაც შენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირემ 4 ადამიანი სასამართლო სისტემაში, ერთი ყოფილი და სამი მოქმედი დაგისანქცირა, მითუმეტეს მთავარი საფუძველი კორუფცია იყო, შენ ამ დროს ამ საკითხის აღმოსაფხვრელად ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმების ჩატარების ნაცვლად გვთავაზობ იმას, რასაც გვთავაზობ, სამწუხაროდ, ეს ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების სისტემის ძირეულ რეფორმად. ეს არის ჩვენი ხედვა, თორემ რა თქმა უნდა ამ შეხვედრებს დავესწრებით, საკითხებს გავივლით და ჩვენი ინიციატივებიც გვექნება”, - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში