ბექა დავითულიანი გახარიას შესახებ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული

ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.

მისი თქმით, მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს.

„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული. იმ მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს, ადგილზე რაიონებში და რეგიონებში, ყოველდღიური ყოფის დონეზე ქმნიან პრობლემებს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა